|
2022-12-17 16:38:15, 928 ნახვა
წითლიძე - არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი არის ჩემი ჯანმრთელობა, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანი წითლიძემ. მისივე თქმით,პრეზიდენტი კვდება ციხეში, და მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად. მან დასძინა,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საბოლოოდ მოაქვს გამარჯვება. "არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი არის ჩემი ჯანმრთელობა. მე ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოს არავინ. მნიშვნელოვანი არის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და რომ მოქმედებას და ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ, ეს არის მთავარი მოთხოვნა. არ შეიძლება, ჩვენ პრეზიდენტს ვკლავდეთ ციხეში და არ შეიძლება, ამას ვუყურებდეთ ისე, თითქოს არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში." - განაცხადა ანი წითლიძემ. შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანი წითლიძე მესამე დღეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს,
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)