|
2022-12-17 15:55:41, 820 ნახვა
თამარ ბარკალაია შშმ პირთა უფლებების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“-ს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საბჭოსთან არსებული ოთხი კომიტეტის ერთი წლის მუშაობის შედეგები. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომა წარმართა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, რომელმაც ისაუბრა საბჭოს მნიშნველოვან როლზე ინკლუზიური პოლიტიკის შექმნისთვის. ასევე ყურადღება გაამახვილა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლის რეფორმის მნიშვნელობაზე, დიდი ზომის პანსიონატების დეინსტუტიციონალიზაციის მიმდინარე პროცესსა და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხზე მუნიციპალურ დონეზე. ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე დავით მელუა, კომიტეტების წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრენენ. შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში - „გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში“.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)