17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 15:39:10, 687 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - ახალ მოქნილი სისტემა, სტუდენტებს ხელს არ შეუშლის განათლების მიღებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ახალ კოდექსსა და გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ მოქნილ, გამარტივებულ სისტემაზე ისაუბრა, რასაც თავდაცვის უწყება სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში პოტენციურ პირებს, მათ შორის სტუდენტებს შესთავაზებს. ახალგაზრდებს 23 წლის ასაკამდე სურვილისა და არჩევანის მიხედვით, სამხედრო წვრთნის სტუდენტობის პერიოდშივე გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განმარტებით, სტუდენტებს სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში ერთი თვე მოუწევთ, რომლის დასრულებისთანავე სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება: „გავაფართოეთ პოტენციურ პირთა წრე, ვისაც შეიძლება შეეხოს სავალდებულო ჯარი. იქნება 3 არჩევანი - კონკრეტულ შემთხვევაში, 6-თვიანი უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადების კურსი, 8-თვიანი კურსი, რომელიც უფრო დამხმარე კომპონენტი იქნება, თუმცა საწყის საბრძოლო მომზადებას ისინიც გაივლიან, ასევე იმ სტუდენტებისთვის, ვინც მოხვდება ამ სიაში, იქნება არჩევანის საშუალება. სტუდენტებისთვის ინტენსიური დღეების რაოდენობა 108 დღეს შეადგენს. ეს არის მოქნილი სისტემა, რომელიც მათ ხელს არც განათლების მიღებაში შეუშლის და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ პრივილეგიებზე საუბრისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics