22:07 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 22:22:02, 749 ნახვა

მიხეილ სააკაშვილზე სახელწმიფოს მხრიდან 200 000 ლარამდეა დახარჯული

იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია, ნებისმიერ პატიმარს მიეწოდოს სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურება მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას.

მისივე თქმით,ერთი პატიმრის შენახვაზე წელიწადში დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება,სააკაშვილის შემთხვევაში კი,200 000 ლარამდეა დახარჯული სახელმწიფოს მიერ.

"იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია, ნებისმიერ პატიმარს მიეწოდოს სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურება მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება. ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ფუნქციონირებს თბილისში, ეს არის კლინიკა, ის განთავსებულია პალატაში და იღებს სამედიცინო მომსახურებას. ამ ნაწილში არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. 200 000 ლარამდეა დახარჯული 1 წლის განმავლობაში. 1 პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული." - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics