|
2022-12-16 16:15:38, 992 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის თანამშრომლობის ფორმატები შეიმუშავა
„2021-2022 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. თანამშრომლობის ფორმატის შემუშავებას წინ უძღოდა შეხვედრები იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელებს შორის. „გადაიდგა ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი: გაზაფხულზე ჩავატარეთ სამართლებრივი ფორუმი სომხეთის რესპუბლიკასთან, რომელშიც მონაწილეობდა არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ იურიდიული პროფესიის არაერთი წარმომადგენელი, ხოლო სულ რამდენიმე ხნის წინ ჩავატარეთ ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი და გვაქვს ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძი თქმით, ფორუმის პლატფორმა იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია სამართლებრივი სისტემების შესახებ, დანერგონ ერთობლივი პროექტები და გააგრძელონ სამართლებრივი თანამშრომლობა. სამართლებრივი ფორუმების ჩატარება 2023 წელს ჩეხეთთან, ავსტრიასა და გერმანიასთან იგეგმება. იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში, ქალაქ ბათუმში, გაიმართა. კონფერენციაში 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)