|
2022-12-15 18:30:04, 2374 ნახვა
კომენტარი
გვარამია პენიტენციურის კადრებზე - გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ
გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია, - განაცხადა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე. მისივე თქმით,"ქართულ ოცნებას" სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არ აპირებენ ამ გზიდან გადახვევას.მან დასძინა,რომ კლინიკაში,რომელში ყოფნასაც სააკაშვილის წამების ახალი ეპიზოდი უკავშირდება შეუძლებელია არა თუ მისი გამოჯანმრთელება არამედ პროგრესული ტემპის ოდნავ შენარჩუნებაც კი. "გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)