|
2022-12-15 17:37:33, 1127 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - სრულ უზნეობად მიმაჩნია ყველაფერი რაც მოხდა
სრულ უზნეობად მიმაჩნია ეს ყველაფერი რაც მოხდა, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კადრების გავრცელება პირველხარისხოვანი საკითხიდან, რაც არის სააკაშვილის ჯანმრთელობა, ყურადღების გადატანის მცდელობაა. "ვისზეც არ უნდა იყოს და მით უმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში, საერთო წარმოდგენელია, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, რა თქმა უნდა. ეს არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანის მცდელობა. ჩემთვის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილი აქვს მის ჯანმრთელობას და ყველაფერი დანარჩენი არის მეათეხარისხოვანი. ყოველ წუთს შეიძლება დასრულდეს მისი სიცოცხლე და საერთოდ როდემდე ვითამაშოთ და ვდგათ ეს სპექტაკლები? ხან კადრები იქნება, ხან კიდევ რაღაც იქნება, მერე ჩვენ რა და მის ჯანმრთელობას რა? ის რაც დეკემბრის კადრებია, ისიც არ ასახავს ნამდვილ სურათს, რადგან როგორც წესი, მე არც ერთხელ არ მინახავს ფეხზე დამდგარი - აი, თუნდაც იმ დამხმარე საშუალებითაც კი. როგორც წესი, სულ წევს", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)