11:19 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 15:35:51, 1233 ნახვა

მსოფლიო
მედია - აშშ-ის კონგრესი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ რეზოლუციას განიხილავს

აშშ-ის კონგრესმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ითვალისწინებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ი ავრცელებს.

ორმა ამერიკელმა დეპუტატმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელ სამთავრობო ორგანიზაციას, დემოკრატმა სტივ კოენმა და რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთი ამოიღოს.

დეპუტატების თქმით, „რუსეთმა ჩაიდინა გაეროს წესდების აშკარა დარღვევა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის უფლებას ჰქონდეს ადგილი უშიშროების საბჭოში“. მათ შორისაა ასევე: უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია, უკანონო კენჭისყრა, უკრაინის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბუჩა, სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები და ბირთვული მუქარა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ორპარტიული ჰელსინკის კომისიამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მოუწოდა გაეპროტესტებინა რუსეთის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და შესთავაზა კონგრესს აღიაროს, რომ „რუსეთის ომმა დაარღვია გაეროს მიზნები და პრინციპები და სთხოვს აშშ-ს მთავრობას გადადგას ნაბიჯები გაეროში მისი უფლებების შეზღუდვის მიზნით“.

შეგახსენებთ, როგორც როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ გაეროს უშიშროების საბჭოში დაიკავა ადგილი, მაგრამ „მსოფლიოში არავის სურს მისი ტყუილების მოსმენა“

ამასთან მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტას მოითხოვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics