|
2022-12-15 13:19:03, 916 ნახვა
საზოგადოება
ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინას
დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა. კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში. ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისე ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები. რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, და გათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)