|
2022-12-14 13:34:41, 2141 ნახვა
ეკონომიკა
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში. პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 18-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 12 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით. დემო დღის მონაწილე სტარტაპები:
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, საერთო ჯამში 60-მდე სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს. „აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ - აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ. მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID Agriculture Program, Cartooli, Webiz, აჭარა ჯგუფი.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)