18:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 12:45:10, 992 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები აშშ-ში გრძელდება

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები აშშ-ში გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომითი ურთიერთობების რეგულირების მექანიზმები და საერთაშორისოდ არსებული პრაქტიკა იყო მთავარი განსახილველი თემა ინდუსტრიული ორგანიზაციების, შრომის კონგრესის ამერიკული ფედერაციის # TexasAFLCIO პრეზიდენტთან რიკ ლევისთან და კომუნიკაციების დირექტორს ედ სილსთან შეხვედრისას.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი თემები და გამოწვევები რაც შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებობს. ამერიკელმა კოლეგებმა, ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

„შეხვედრები ასევე შედგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციის (OSHA) რეგიონულ წარმომადგენლებთან, სამართალდამცავთა პროფკავშირის (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრისა (EJC) და ტეხასის სამუშაო ძალის კომისიის (TWC) წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები შრომითი ურთიერთობებისა და უფლებების თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

დელეგაციის წევრები არიან: შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შრომითი ურთიერთობებისა და უფლებები თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს ხვდებიან

ტეხასის შტატში, შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics