|
2022-12-14 12:32:33, 951 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვიხილეთ ევროპარლამენტი და დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან
გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტი და დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატები. პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, პროპაგანდა და იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. „2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ. მიზეზი, საბაბი შეძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი. სინამდვილეში, ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არა საქართველოს მეგობარი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანია ივანიშვილის დასჯა, ვინაიდან მან ჩამოაცილა ხალხთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას და სააკაშვილის დაბრუნებაა მათი მიზანი ხელისუფლებაში. ამას ხედავს ხალხი, ამიტომაც რეაქცია ასეთი ხალხის განცხადებაზე არ არის. გუშინდელ დებატებს რაც შეეხება, გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლებაა მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და ასევე ბიძინა ივანიშვილის გავლენაზეც ისაუბრეს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)