2022-12-13 11:20:32, 962 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდები მზადაა, რომ ჰააგაში რუსეთისთვის ახალი ტრიბუნალი შექმნას
ნიდერლანდები მზადაა, რომ გაეროს მხარდაჭერით, ახალი ტრიბუნალი შექმნას და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმე განიხილოს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრაზემ განაცხადა.
აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან ერთად, ნიდერლანდები ტრიბუნალისთვის საერთაშორისო მხარდაჭერასა და დაფინანსებას მოიძიებს.
ასევე ნათქვამია, რომ ახალი სასამართლო ხელს არ შეუშლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობას, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,