2022-12-12 17:25:18, 1376 ნახვა
მსოფლიო
2012 წლის შემდეგ პირველად, პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას არ ჩაატარებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლის დასკვნით პრესკონფერენციას არ გამართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
პესკოვმა მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის პრესასთან "რეგულარული საუბარი" დაასახელა, მათ შორის უცხოურ ვიზიტებზეც.
"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი პრესკონფერენცია წელს არ იგეგმება",- განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ნოემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრესკონფერენცია არ იგეგმებოდა, მიზეზად კი "ფრონტზე არსებული ვითარება" სახელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტის დასკვნითი პრესკონფერენცია ყოველ წელს იმართებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,