|
2022-12-12 17:24:14, 1402 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონპროექტის თანახმად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი ვალდებულებები კერძო სექტორისთვის, მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში. "ამ მიმართულებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და, მომდევნო წლებში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, ჩატარდება რამდენიმე საწარმოს შეფასება. საპილოტედ შერჩეულ საწარმოში დაინერგება საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები. „სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტი, 2026 წლიდან, ეტაპობრივად შევა ძალაში. აღნიშნული კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ეფუძნება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივას. „სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენცია, შემცირება და კონტროლი. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც. კანონპროექტის თანახმად, რეგულირების ქვეშ მოექცევა ყველა სამრეწველო საქმიანობა (200-მდე მსხვილი საწარმო), რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით ჩამოყალიბდება ახალი მექანიზმები, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში იქნება. სახელმწიფო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის დაცვისთვის შემუშავებული პოლიტიკით განსაზღვრული გეგმის აღსრულებას, რაც, თავის მხრივ, თანხვედრაშია ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)