19:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 13:19:03, 1360 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა განახლებული მელიქიშვილის გამზირი დაათვალიერა

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული გამზირი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. 

„მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც საზოგადოებას დავპირდით 4 დეკემბერს სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაახლოებით, 6 კილომეტრზე გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა წყალარინებისა და წყლის სადრენაჟე სისტემები, გაზის მილები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დაიხაზა ზებრა გადასასვლელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ეს მიდგომა სხვა გამზირებსა და ქუჩებზეც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩაა  რთულ მდგომარეობაში, საჭიროებს განახლებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყველა მათგანზე გაგრძელდება მსგავსი მიდგომები იმისთვის, რომ თბილისის ყველანაირად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე - ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე და გარე განათების ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე, LED სანათები, მოეწყო მიწისქვეშა  ურნები, ასევე, მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე  მიწისქვეშა გადასასვლელში, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარი, გზის სავალ ნაწილზე კი სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.  
ფეხით მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო სატრანსპორტო კუნძულები, ახალი მოსაცდელები და ზებრა გადასასვლელები, გამოიყო სპეციალური ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გამზირზე  არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და დაირგო სხვადასხვა სახის  ხე-მცენარეები.

აღსანიშნავია, რომ მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics