|
2022-12-12 11:04:57, 2002 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაის განცხადებით, უკრაინის მიერ ვაგნერის შტაბ-ბინაზე იერიშის შედეგად, რუსეთმა „მნიშვნელოვანი დანაკარგი“ განიცადა
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპირებულ ლუგანსკში, რუსული დაქირავებული ჯგუფის - ვაგნერის შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს. გაიდაის თქმით, კადიივკაში, სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის დროს, რუსეთმა "მნიშვნელოვანი დანაკარგები" განიცადა. რაც შეეხება გადარჩენილებს, როგორც გუბერნატორი ამბობს, გადარჩენილების 50% სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება. ვაგნერი კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრემ, ევგენი პრიგოჟინმა დააარსა. ვაგნერის ქვედანაყოფები, რომლებიც ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს, ადრე განლაგებული იყო ყირიმში, სირიაში, ლიბიაში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)