11:59 - 02 May, 2026
|
2022-12-11 18:31:55, 2997 ნახვა
მსოფლიო
„განვიხილეთ სამშვიდობო ფორმულის განხორციელების გზები“ - ზელენსკი ტელეფონით მაკრონს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატალეფონო საუბარი გამართა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბრისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სამშვიდობო ფორმულის განხორციელების გზებზე იმსჯელა. "სატელეფონო საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, შევაჯერეთ პოზიციები G7 ონლაინ სამიტისა და უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე, რომელიც პარიზში გაიმართება. განვიხილეთ ათსაფეხურიანი სამშვიდობო ფორმულის განხორციელების გზები", - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საუბარი ასევე უკრაინის თავდაცვისა და ენერგეტიკული სტაბილურობის საკითხებში თანამშრომლობასაც შეეხო.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)