01:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 19:04:52, 1291 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს შემდეგ, კანადამ ახალი სანქციები დააწესა რუსეთის და ირანის წინააღმდეგ

კანადამ ახალი სანქციები დააწესა რუსეთის, ირანისა და მიანმარის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და მთავრობების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, - იუწყება Reuters-ი.

სანქციები დაწესდა რუსეთის ფედერაციის 33 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანზე. ირანის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა ირანში მამაკაცის სიკვდილით დასჯიდან ერთი დღის შემდეგ.

ცნობილი გახდა, რომ აშშ აპირებს გამოაცხადოს ახალი სანქციები რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ.

სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენების თავიდან აცილებას. შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ სტრუქტურებზეც.

დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსა და სამხედროებს, უკრაინელების წამებისა და უკრაინაში ომის გამო, სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი ვალენტინ ოპარინი და როსტოვის ოლქის პროკურორი ოლეგ ტკაჩენკო, რომელმაც მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამების მეთოდი გამოიყენა. 

შემაკავებელი ღონისძიებები ასევე მიღებულია ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის, ანდრეი ტიშენინისა და ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უფროსი დეტექტივის, არტურ შამბაზოვის წინააღმდეგ. მათ 2015 წელს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო აწამეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics