|
2022-12-08 21:15:14, 1326 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არის თუ არა რუსეთი მტერი ? ეს არ არის მარტივი შეკითხვა
არ არის მარტივი კითხვა იმიტომ, რომ არის რაღაც მარტივი კლიშეები, მარტივი რაღაცშაბლონები, მარტივი ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოსმიყვანას მეორე ფრონტამდე, - განაცხადა “ქართული ოცნების” თავჯდომარემ ირაკლიკობახიძემ,კითხვაზე არის თუ არა რუსეთი მტერი. კობახიძის თქმით,რუსეთ-უკრაინის ომის გარშემი დასმული კითხვები არისკლიშეები,რომელსაც პასუხს ცალსახად ვერ გასცემ და საჭიროებს ანალიზს. "ანალიზში არ გინდათ, შემომყვეთ. გადადიხართ რაღაც კლიშეებზე, არ არის ეგ მარტივიკითხვა. ანალიზია მთავარი... როდესაც რაღაცას ამბობ, მაშინვე უნდა დააკონკრეტო რასგულისხმობ. მაგალითად თუ შენ ფიქრობ რომ ყველაფერი ასეა გასაზომი, თითო ტერმინითმაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში. რატომ არ ვხსნით კაცო? მტერი თუაიმას ეომები, ხომ ხვდებით რას ვამბობ. მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებითცალსახად რაღაცას. მტრის ერთი გაგებაა, რომ ვიღაცას ეომები , მეორე არის რომ გაქვსორგანული დაპირისპირება, მესამე გაგებაა სხვა და ასე შემდეგ. მე ამ ანალიზში შემოვდივარდა თქვენ მეუბნებით, მტერია თუ ის არის, მოყვარე თუ ის, მეგობარია თუ ბიძაშვილია და არარის მარტივი კითხვა, არ არის მარტივი კითხვა, არ არის მარტივი კითხვა... არ არის მარტივიკითხვა იმიტომ, რომ არის რაღაც მარტივი კლიშეები, მარტივი რაღაც შაბლონები, მარტივიტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მიყვანას მეორეფრონტამდე. ამიტომ არ არის მარტივი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ვუპასუხოთრაღაცებს არა მარტივი პასუხებით და ტერმინებით და ასე შემდეგ, არამედ ანალიზით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)