15:36 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 18:48:52, 1045 ნახვა

მამუკა მდინარაძე - 2008 წლის ომში საქართველოს არანაირი სამხედრო დახმარება არ მიუღია უკრაინისგან

ვიღაცას თუ კონტექსტურად არასწორ ემოციას აუღძრავენ, რომ იცით რა, ჩვენ დაგეხმარეთ იარაღით... თუ შესყიდვას გულისხმობენ, გულწრფელი მადლობა, რომ მოგვყიდეს. თუმცა, შემდეგ ერთ-ერთი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელის განცხადება მახსოვს, რომ 80-მდე ქვეყანაზე ვყიდდით იარაღს და მერე რა მოხდა, რომ საქართველოსაც მივყიდეთო. თავის მართლების კონტექსტში იყო ეს განცხადება, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,2008 წლის ომში საქართველოს შეიარაღებული დახმარება არცერთი ქვეყნისგან არ მიუღია.

2008 წლის ომის პერიოდში შეიარაღება საქართველოს, მე როგორც ვიცი, საერთოდ არავისგან მიუღია. როგორც ვიცი, ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც სცადა ისიც მგონი შესყიდვით, რომ საქართველოში შემოსულიყო საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და იარაღი და ისიც ვერ მოხერხდა. გასაგებია, საომარ სიტუაციაში ურთულესი იყო ამის ზღვით თუ ხმელეთით შემოტანა. 2008 წლის კონტექსტში, უკრაინიდან მანამდე იყო შესყიდვები, ამაზე აჟიოტაჟი და ურთიერთბრალდებები იყო უკრაინაში, გამოძიებაც იყო თუ არ ვცდები და აქ არ ყოფილა ან რამის ჩუქებაზე, ან რომელიმე ინსტრუქტორის მიერ ანაზღაურების გარეშე ვინმეს გაწვრთნაზე, ან ასეთ დახმარებაზე საუბარი. ეს არის ფაქტი. ახლა ამის ლაპარაკი იმიტომ მოგვიწია და იძულებულები იმიტომ გავხდით, რომ ვიღაცას თუ კონტექსტურად არასწორ ემოციას აუღძრავენ, რომ იცით რა, ჩვენ დაგეხმარეთ იარაღით... თუ შესყიდვას გულისხმობენ, გულწრფელი მადლობა, რომ მოგვყიდეს. თუმცა, შემდეგ ერთ-ერთი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელის განცხადება მახსოვს, რომ 80-მდე ქვეყანაზე ვყიდდით იარაღს და მერე რა მოხდა, რომ საქართველოსაც მივყიდეთო. თავის მართლების კონტექსტში იყო ეს განცხადება. კი ბატონო, იყო შესყიდვები. მიყიდეს 2004-2008 წლებში დიდი რაოდენობით და დიდი თანხის სანაცვლოდ შეიარაღება, საბრძოლო მასალა, ტექნიკა თუ ა.შ. თუმცა, 2008 წლის ომის დროს ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო და არც არავინ საყვედურობს ამას. თუმცა, მე რაზეც თქვენ არ გსაყვედურობთ, ოფიციალურმა წარმომადგენელმა ის აქეთ არ უნდა დამიტრიალოს და არასწორრი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics