|
2022-12-08 13:23:36, 1416 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - როგორ შეიძლება, მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებს?! ვეუბნები „ოცნებას“ - არ გაბედოთ
როგორ შეიძლება, რომ ამ მშიშრებმა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებსა და პატრიოტებს - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს ქმედება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბერისას თქვა, განცხადებით, რომ "სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას", "ქართული ოცნება" ადამიანებს აშინებს და აშანტაჟებს. "პირველი - ჩვენ ვართ კანონმდებლობით კონვენციის წევრი და მოქალაქობის არმქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო - ეს არის ტყუილი. მეორე - როგორ შეიძლება, რომ ამ მშიშრებმა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებსა და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ?! მდინარაძესაც ვეუბნები და "ქართულ ოცნებასაც" - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს ქმედება. ნუ აშანტაჟებთ და ნუ აშინებთ ხალხს, ნუ ავლენთ საკუთარ მოღალატეობრივ ხასიათს", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)