12:16 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 12:21:06, 1130 ნახვა

მსოფლიო
უზბეკეთმა შეწყვიტა რუსეთთან და ყაზახეთთან ე.წ გაზის სამმხრივი გაერთიანება

უზბეკეთმა შეწყვიტა რუსეთთან და ყაზახეთთან "სამმხრივი გაზის გაერთიანება", რომელიც ადრე კრემლის მიერ იყო შემოთავაზებული. ამის შესახებ Reuters წერს.

უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ ტაშკენტი არ დათანხმდება პოლიტიკურ პირობებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მის ეროვნულ ინტერესებს:

„თუ ჩვენ სხვა ქვეყნიდან შემოვიტანთ გაზს, ჩვენ მხოლოდ კომერციული გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ვთანამშრომლობთ. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებზე გაზის სანაცვლოდ. მოკლედ, ჩვენ მიერ შეთავაზებულ გაზის კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ამაზე დავთანხმდებით, თორემ არა“. - აღნიშნა ვიცე პრემიერმა.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაზის ხელშეკრულების გაფორმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ „შეთანხმება არ ნიშნავს ალიანსს“. მირზამახმუდოვის თქმით, უზბეკეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსული გაზის მიწოდებაზე ყაზახეთის გავლით, მაგრამ აქ საუბარია არა ალიანსზე, არამედ ტექნიკურ კონტრაქტზე.
„სამმაგი გაზის გაერთიანების“ შესაძლო გაჩენის შესახებ 28 ნოემბერს გახდა ცნობილი. ამ ინიციატივის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოდის ვლადიმერ პუტინისგან. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics