21:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 12:06:04, 796 ნახვა

საზოგადოება
ილია ჭავაჭავაძის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის ოფიციალური ნომინანტი გახდა

ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის - „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული წარმატება მნიშვნელოვანი იქნება სამუზეუმო სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარების მიმართულებით. 

„აღსანიშნავი სიახლე გვაქვს თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში. გარდა იმისა, რომ ახლახან მათ BP-ს მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვეს სერვისების განვითარებისთვის, ამჯერად, ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გახდა ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის - „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი. ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე კონკურსი მიზნად ისახავს, სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას სამუზეუმო სივრცეში. მსურს, მადლობა გადავუხადო მუზეუმების გაერთიანების გუნდს და მივულოცო მთელ თბილისს, რომ დედაქალაქში ოფიციალურად აღიარებული, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მუზეუმების განახლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 

„მუზეუმების განახლებას და რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოვლილი, მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics