|
2022-12-07 20:00:41, 2270 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილენკო რუსეთზე - მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი არმია არის მკვლელებისა და ტერორისტების ბრბო
დღეს იამპოლის სულ მცირე სამი მცხოვრები დაშავდა, ოკუპანტების მიერ სოფლის ცენტრალურ მოედანზე დაბომბვის შედეგად. სწორედ ამ დროს, იმ ადგილას ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები, - ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისივე თქმით,არანაირი სამხედრო საჭიროება არ იყო დასახლებული პუნქტის დაბომბვის,ის აღნიშნავს,რომ ამით ოკუპანტები აჩვენებენ თავიანთ მკვლელ და ტერორისტულ ბუნებას,რომელზეც პასუხს აუცილებლად აგებენ. "დღეს იამპოლის სულ მცირე სამი მცხოვრები დაშავდა, ოკუპანტების მიერ სოფლის ცენტრალურ მოედანზე დაბომბვის შედეგად. სწორედ ამ დროს, იმ ადგილას ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები, დაზიანებულია სულ მცირე შვიდი საცხოვრებელი კორპუსი. რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ჭეშმარიტი ბუნება სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმით - სამხედრო საჭიროების გარეშე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი არმია არის მკვლელებისა და ტერორისტების ბრბო. ისინი აუცილებლად დაისჯებიან", - წერს კირილენკო
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)