17:36 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 18:51:46, 801 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი დაღუპული ხოფერიას ოჯახს და ყველას მოუწოდა, გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე  ნუ შექმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს.

„მე მინდა გარდაცვლილი ხოფერიას ოჯახს კიდევ ერთხელ სამძიმარი ვუთხრა და ყველას მინდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე  ნუ შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ღმერთმა გვაშოროს ეს უბედურება და ტრაგედია. მე ვარ საქართველოს მხარეზე. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, საქართველოზე. მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics