|
2022-12-07 09:22:16, 1914 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - პუტინი რუსებს მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ამზადებს
ვლადიმერ პუტინის რეჟიმი რუსებს, სავარაუდოდ, მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებისთვის ამზადებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, არც გენერალური მობილიზაცია და არც უკრაინის ომის ოფიციალური გამოცხადება არ დაეხმარება „მსოფლიოს მეორე არმიას“. მათივე თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მშვიდობიან პერიოდში შეუძლია ერთდროულად არაუმეტეს 130 000 წვევამდელის მომზადება, მათი პროფესიონალურად მოსამზადებლად მინიმუმ სამი თვის დახარჯვაა საჭირო. მაშასადამე, მობილიზაციის წარმატება დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის არმიის სარდლობის უნარზე, ჩადოს დრო და რესურსები თავის პერსონალში. თუმცა, რუსებს არ აქვთ გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა. აღსანიშნავია, რომ თავად კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადებას უარყოფს. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით. ეს მორიგი “პროვოკაციებია” და მათი იგნორირებისკენ მოუწოდა. ამასთან, როგორც ISW-ში აღნიშნავენ, ეს განცხადება სავარაუდოდ მიზნად ისახავს როგორც რუსული ოპოზიციის, ასევე იმ წყაროების გავლენის დისკრედიტაციას, რომლებმაც შეიტყვეს მობილიზაციის გეგმების შესახებ. ამის პარალელურად, პუტინი „მობიკებსა“ და მათ ოჯახებში საპროტესტო განწყობის ჩასახშობად ემზადება. კერძოდ, დიქტატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს აქციების გამართვას სამთავრობო შენობებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, პორტებში, მატარებლის სადგურებსა და ეკლესიებში. მოსკოვის ჩინოვნიკებმა კი სპეცოპერაციის რეკლამა მთელ ქალაქში გაავრცელეს. ექსპერტები თვლიან, რომ კრემლი რისკავს კიდევ უფრო შეარყიოს მისი სანდოობა იმ მობილიზაციის გამოცხადებით, რომელიც საგულდაგულოდ უარყო. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც ასიათასობით კაცმა ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, შოიგუს სამინისტრომ მინიმუმ 492 000 მობილიზებული შეაგროვა. გარდა ამისა, მოახლოებული ბრძოლის ველის კოლაფსის ფონზე, კრემლმა გააძლიერა მცდელობები უკრაინასთან „დიალოგის“ დასაწყებად - მაგრამ კვლავ დაჟინებით მოითხოვდა თავის ულტიმატუმს ქვეყანაში დონბასის და ზაპოროჟიეს რეგიონების „შეერთების“ შესახებ. ამრიგად, პუტინს სურს „იყიდოს“ დრო უკრაინასთან ომის შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)