|
2022-12-06 20:34:24, 1158 ნახვა
პოლიტიკა
ნევროლოგი თენგიზ წულაძე სააკაშვილზე - პაციენტი ვერ დგება, ვერ იღებს საკვებს, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, აქვს ცხელება
მიხეილ სააკაშვილი მოცილებულ უნდა იქნას ამ გარემოს" - ამის შესახებ ნევროლოგი თენგიზ წულაძე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის გასაჯაროებისას მიხეილ სააკაშვილთა დაკავშირებით საუბრობს. "გავსინჯეთ პაციენტი 4 ნოემბერს, ჩვენ ვნახეთ წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ. პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული. შევაფასეთ როგორც მძიმე. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებაში, პოლინეიროპათია, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება, დახმარებით დგება. საუბარში, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, შეფასდა მისი კოგნიტიური სფეროც და ისიც დაქვეითებულია. აქვს ცხელება და ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე განვითარებაზე ამ შიმშილობისა, რომელიც არის კახექსია. შიმშილობა შეიძლება არასწორად ვახსენე, უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველშემთხვევაში, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს და ამ ფონზე განვითარდა ეს მძიმე ფორმა კახექსია... მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება შეიძლება მოჰყვეს ამას. ეს ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად ჩვენი აზრით და რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს, - ამბობს წულაძე. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი სიმძიმის პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. "აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით რომ მიუხედავად იმისა რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, კეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, შესაბამისი ინსტრუმენტური კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ამ ეტაპზე. ვფიქობთ, რომ მოცილებულ უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი. როცა პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება მრავალ კლინიკაში, მაშინ მე ვფიქრობ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული რომ პაციენტი უნდა იქნას ჩვენი ქვეყნდან გაყვანილი და სხვაგან უნდა იქნას ნამკურნალები, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს. როგორც დიაგნოზისა, ასევე შესაბამისი გამოცდილება აქვს. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ ჩვენ არ ვფიქრობთ რმ ისინი აკლებენ რაიმეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს, - თქვა ნევროლოგმა.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)