|
2022-12-06 17:00:41, 1052 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ჩვენ ამ სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, სანამ არ შევცვლით, ვერ ჩამოვირეცხავთ
დიდი ხანია არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ივანიშვილის რეჟიმისგან, როცა საქმე ეხება სამარცხვინო და მოღალატეობრივ საქციელს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას. ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი არ ჩამოირეცხება, სანამ ოპოზიცია და ხალხი არ შეცვლის მას. „დიდი ხანია არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ივანიშვილის რეჟიმისგან, როცა საქმე ეხება სამარცხვინო და მოღალატეობრივ საქციელს. გუშინ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ნებითა და რწმენით სიცოცხლე გარისკა ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად თავისუფლებისთვის უკრაინის ფრონტზე ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, მათ მიაყენეს შეურაცხყოფა. ამ ფონზე არაფერი არ არის გასაკვირი, მიუხედავად ამისა ეს ეპიზოდიც დეტალებიც ცოდნის გარეშეც კი კიდევ ერთი მაგალითია, თუ ადამიანობის როგორ არასწორ მხარეს არიან ისტორიის ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ადამიანობის მხრივ. ჩვენ ამ სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, სანამ არ შევცვლით, ვერ ჩამოვირეცხავთ“ - განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე. კასიანოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინამ გენერატორების და ტრანსფორმატორების მოთხოვნითაც მიმართა საქართველოს მთავრობას, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღიათ.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)