|
2022-12-06 16:55:28, 1405 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე - სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად
სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების ინფორმირებაა ჩვენი საქმიანობის შესახებ, მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. გენერალური პროკურორის თქმით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები 2022 წელს, რაც გამოიხატა უწყების მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების დიდ რაოდენობაში. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ამის პარალელურად, სამწუხაროდ მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. „აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და ზოგადად მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას. ამიტომ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურაში ის შედეგები და მიღწევები არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს. გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის. „საქართველოს პროკურატურის სახელით, მსურს გამოვხატო პატივისცემა ჩვენი კოლეგების: სასამართლო სისტემისა, საადვოკატო კორპუსის და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რომელთა როლი მართლმსაჯულების სისტემის გამართულად მუშაობაში უმნიშვნელოვანესია. მინდა ვუსურვო მათ ბევრი წარმატება, ვინაიდან თითოეულის წარმატება ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას და გაჯანსაღებას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ საერთშორისო ორგანიზაციებს 2021 განმავლობაში გაწეული ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)