13:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 15:59:59, 1012 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი კასიანოვს - კაბინეტში მაქვს გენერატორი?!

კაბინეტში მაქვს გენერატორი?! - ასე პასუხობს ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ გენერატორების და ტრანსფორმატორების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 

მაჭარაშვილმა უკრაინის დახმარების საკითხზე საუბრისას მედიის წარმომადგენლებს შეკითხვის ფორმულირებაც დაუწუნა და განაცხადა:

"მოდი, ნუ წვალობთ რა, ნურც "ტვ პირველის" და ნურც "მთავარი არხის" ჟურნალისტები, ნუ წვალობთ და პირდაპირ გვითხარით - რატომ არ ერთვებით, მეგობრებო, ომში. კაბინეტში მაქვს მე ახლა გენერატორი?! რომ მოდიხართ და მეუბნებით - გვაინტერესებს, უკრაინას გენერატორს გაუგზავნით თუ არაო, კაბინეტში მაქვს გენერატორი?! რატომ არ უგზავნით გენერატორსო და სად არის ეს გენერატორი, ვინ მოითხოვა... კაბინეტში მაქვს? დერეფანში მაქვს?"

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გენერატორებსა და ტრანსფორმატორებთან დაკავშირბით განაცხადება დღეს, 6 დეკემბერს საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.

კასიანოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინას საქართველოს მთავრობისგან პასუხი არც იარაღის მიწოდებაზე მიუღია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics