|
2022-12-06 00:12:41, 1331 ნახვა
გრიგოლია - ჩვენ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის განკურნება შეუძლებელია
მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ სტრესულ პირობებში შეუძლებელია,ეს ექიმებმაც კარგად იციან, - ამის შესახებ განაცხადა სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ. მისი თქმით,"ვივა მედის" მკურნალი ექიმები სიტუაციას ადეკვატურად აფასებენ,ყველაფერს აკეთებენ იმისთის,რომ თავიდან აიცილონ გართულებები,მაგრამ ჩვენ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მთლიანად განკურნება შეუძლებელია. ,,კახექსია” არის იმ ანორექსიის შედეგი, რომლის დიაგნოზითაც გადმოვიდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი არის იმ სტრესის შედეგი, რა სტრესშიც იმყოფება. დამატებითი პატარა სტრესი იწვევს დაავადების გაუარესებას. გამოსავალი ექიმების მოსაძებნი არ არის. ექიმების მოვალეობაა, როგორმე სავალალო გართულებები თავიდან აიცილონ. ჩვენ პრობლემას ვერ ვწყვეტთ - მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობას, რომელიც საწყისად სტრესით დაიწყო და სტრესი არ ლაგდება. ნებისმიერი ის გართულება, რაც მწვავედ შეიძლება დაემართოს, სისხლდენა, ინსულტი ან ინფარქტი იქნება. წონის ვარდნა თუ გაგრძელდა კიდევ, თვენახევრის შემდეგ რესურსები ორგანიზმიდან ამოიწურება და ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, ,,კახექსიამ” სისხლდენები იცის. ესენი მზად არიან და რეანიმაციის განყოფილებაც მზად არის. საკმაოდ ადეკვატურად აფასებს ექიმი მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის. ადეკვატური შეფასება არის ის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ეს გართულებები, მაგრამ საწყისი და მთელი პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა არის ის, რომ ამ პირობებში კლინიკა ,,ვივამედს” არ ვგულისხმობ, ჩვენ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მთლიანად განკურნება შეუძლებელია. იმიტომ, რომ მას აქ დაემართა და აქ მიიღო ეს სტრესი”, - განაცხადა გრიგოლიამ.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)