23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 12:56:15, 1384 ნახვა

საზოგადოება
იზრუნე ჯანმრთელობაზე REDMED-თან ერთად

ყველა ჩვენთაგანს გამოგვიცდია შემთხვევა, როდესაც ექიმთან მისვლას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით, რაც უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შრომისუნარიანობაზე.  სტატისტიკურად სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვიანობის მიზეზებიდან პირველ ადგილზე დატვირთული ცხოვრების რეჟიმი დგას.

აქედან გამომდინარე არსებულ მგომარეობასთან შეგუება და სიტუაციაზე მორგება გვიწევს, თუმცა გამოსავალი არც თუ ისე ცოტა ხნის წინ REDMED-ის სამედიცინო პლატფორმამ გვაპოვნინა.

წამყვანი კომპანიები ყოველდღე ზრუნავენ იმაზე, რომ მათი მომხმარებლების ცხოვრება გამარტივდეს, იყოს კომფორტული  და რაც მთავარია დაზოგონ დრო, რაც ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანია. პირველ ასეთ სამედიცინო სერვისების პლატფორმას მიეკუთვნება REDMED-ი, რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ქართველ ექიმს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

REDMED-ის სერვისებში შედის :

·      ექიმთან ონლაინ კონსულტაცია

·      ექიმის სახლში გამოძახება

·      კლინიკაში ჩაწერა

·      საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებთან კონსულტაცია

·      ლაბორატორიის სახლში გამოძახება

უსასრულო რიგებში დგომა და მოლოდინის რეჟიმი, მიუხედავად წინასწარ ჩაწერისა ხშირად ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც პაციენტები თავს არიდებენ დროულად ექიმთან კონსულტაციას. REDMED-ის ონლაინ აუდიო და ვიდეო ზარის ფუნქცია მოსახერხებელს და კომფორტულს ხდის ექიმთან კონსულტაციას, რაც პირველ რიგში დროის დაზოგვაში გვეხმარება.

იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლოდ გრძნობთ თავს და ასევე გსურთ ფიზიკურად გაესაუბროთ სპეციალისტს, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ REDMED-ის ექიმის სახლში გამოძახების სერვისით, რაც შესაძლებელია მოხდეს თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას.

REDMED-ის მოსახერხებელი ფორმატი საშუალებას გვაძლევს მარტივად და კომფორტულად მივიღოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი, მხოლოდ საჭიროა აპლიკაციისა თუ საიტის მეშვეობით ძიების ველში ჩავწეროთ ექიმის, სპეციალობის, კლინიკის ან დაზღვევის დასახელება და ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ავირჩიოთ ჩვენთვის მოსახერხებელი. ჩამონათვლის გარდა, ძიების შედეგების გვერდზე დაგხვდებათ შედეგების გაფილტვრის სხვადასხვა ღილაკები - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონსულტაცია ექიმთან საქართველოში ან სახღვარგარეთ და ასევე მონიშნოთ  სამი ალტერნატივიდან სასურველი : სატელეფონო კონსულტაცია, ვიდეო კონსულტაცია ან ექიმის გამოძახება სახლში. 

REDMED-ის პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წამყვანი ექიმებისგან, რომელთა სპეციალობებიცაა : გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია, შემდეგი ქვეყნებიდან : ამერიკა, გერმანია, ავსტრია და ა.შ.

ადრეული დიაგნოსტიკა და რუტინული კვლევები გვეხმარება ამოვიცნოთ ასიმპტომური დაავადებები და მოვახდინოთ მათი გართულებების პრევენცია, მთავარი მიზეზი კი, რატომაც უნდა მივმართოთ სპეციალისტს დროულად და რაც კვლევებითაც დასტურდება, არის ის, რომ იქამდე, სანამ მოვახდენთ დაავადების დიაგნოსტიკას, ყოველთვის წარმოგვიდგენია უარესი გამოსავალი, რადგან დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა ჩვენს ორგანიზმს, ისევე როგორც ფსიქიკას აყენებს სტრესულ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში ცხოვრება კი აქვეითებს შრომისუნარიანობას და აისახება ცხოვრების სტილზეც.

ქოლ-ცენტრში ზარის განხორციელების დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ შესაძლებლობა გახდეს ეს პროცესი კომფორტული და REDMED-ის პლატფორმის დახმარებით განახორციელეთ სასურველი პროცედურა ელექტრონული მოწყობილობით, სიმპტომების გამოჩენისთანავე კი გაიარეთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია, რომ იგრძნოთ თავი მშვიდად. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics