|
2022-12-05 09:35:12, 1000 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებით დაინტერესებული არ არის
რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები სულ სხვა რამეზე მიანიშნებს. "დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი რეალურად დაინტერესებულნი არიან შინაარსიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ G-20-ის ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან, წარმოადგინა წინადადება, თუ როგორ უნდა წავიდეთ მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? მან გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი. მეტი ძალების მობილიზება, ტერიტორიების ანექსია უკრაინაში და ახლა ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება. ასე რომ, ის ძირითადად მიმართავს თავის ბრაზს და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე. მიზანში იღებს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ცდილობენ, გამორთონ განათება, გამორთონ სითბო, გამორთონ ელექტროენერგია. ასე რომ, სანამ პუტინი არ აჩვენებს, რომ ის რეალურად დაინტერესებულია მშვიდობიანი დიპლომატიით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს", - აცხადებს ენტონი ბლინკენი. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. 30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)