03:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 22:22:11, 2105 ნახვა

ომი უკრაინაში
ფარულავა: ბახმუტში დაჭრილია მეთაური, ქართველები უკრაინელებთან ერთად ალყაში არიან

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რომეო ფარულავას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, სადაც 5 ქართველი დაიღუპა, დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში არიან სხვა ქართველებიც.

"მზად ვართ, რომ შევუერთდეთ იმ უკრაინელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ დაღუპული ბიჭების გამოყვანის ოპერაციას. აუცილებლად გამოვიყვანთ. ძალიან რთული მდგომარეობაა ბახმუტში. [...] დაჭრილია მეთაური ზ.მ. დანარჩენი ბიჭები ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად არიან ალყაში და მიდის ბრძოლა ამ ბიჭების გამოსაყვანად. მათი, ვინც ცოცხლები არიან ჩარჩენილები და ასევე ჩვენი დაღუპული გმირების გამოსასვენებლად იმ ტერიტორიიდან". – თქვა ფარულავამ მთავარ არხთან საუბრისას.

უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics