03:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 22:26:40, 4087 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics