01:14 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 10:44:08, 1134 ნახვა

იურგენ ჰარდტი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა,- ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა იურგენ ჰარდტმა განაცხადა.

მისივე თქმით,საქართველოს აქვს მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციები,რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს,რაც ოპტიმისტურ განწყობას უქმნის,რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

„ჯერ კანდიდატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული საქართველოს, რადგან ეს მხოლოდ ბუნდესტაგის გადასაწყვეტი არ არის. ეს მთლიანად ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. მიცემულია 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, პარლამენტის ყველა პარტია და მთავრობა მუშაობს ამ რეკომენდაციებზე რეაგირებისთვის. ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა“, - განაცხადა ჰარდტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics