2022-12-02 23:12:26, 1310 ნახვა
მოსკოვში ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის
მოსკოვში, მიკოიანოვსკის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის,ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ცნობილია რომ,ადგილზე კვლავ მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო რაზმები და მიმდინარეობს სიტუაციის განმუხტვა,შენობიდან 13 ადამიანი ევაკუირებულია.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა მიკოიანოვსკის ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძარი,ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,