|
2022-12-02 16:17:58, 992 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმის სპიკერი ბჟანიას - გამოწვევების დრო დგას, რომლის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით
დღეს გამოწვევების დრო დგას და მათი დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით, - ამის შესახებ აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინი ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა. რუსეთის დუმის სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის ე.წ პარლამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მაღალი დონის კომისია შეიქმნა. "დღეს გამოწვევების დრო დგას და ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით, ამიტომაც ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სახელმწიფო სათათბიროსა და აფხაზეთის პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა რომ ეს გამოწვევები დაძლიოს და სანქციებს გაუმკლავდეს. ამისთვის საჭიროა, რომ უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის, დიალოგის გარეშე კი, ეს შეუძლებელია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებზე, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ურთიერთობები მოკავშირე, სტრატეგიული ხასიათისაა. მაგრამ ურთიერთობების დინამიკას ადგენენ სახელმწიფოს მეთაურები. ჩვენი ამოცანაა მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერად უზრუნველყოფა. ჩვენ ეს პრობლემა ეფექტურად უნდა გადავჭრათ",- განაცხადა დუმის სპიკერმა. ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აფხაზეთში 1 დეკემბერს ჩავიდა. ვოლოდინი ე.წ პარლამენტში ლაშა აშუბას შეხვდა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "აფხაზეთის სახალხო კრებასა და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის თანამშრომლობის შესახებ". რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ასევე შეხვდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)