02:19 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 16:24:13, 1132 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს

რეალურად სააკაშვილის ჯანმრთელობა, ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის საშუალებით პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლის მექანიზმს ქმნიან.

"გათვლა ხდება იმაზე, რომ სააკაშვილისგან შექმნან ისეთი მექანიზმი, რომლითაც პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძოლებენ შიგნით, საქართველოში. რეალურად სააკაშვილის ჯანმრთელობა, ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს...

ვინ იქნება მოსამართლე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი უახლოესი მეგობარიც რომ იყოს, იმ რეალობას ვერ დამალავს, რაც თუნდაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა.", - ამბობს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics