|
2022-12-02 14:55:55, 890 ნახვა
პესკოვი - კრემლი არ დათანხმდება მოლაპარაკების პირობებს, რომელიც ბაიდენმა წამოაყენა
კრემლი არ დათანხმდება მოლაპარაკების პირობებს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წამოაყენა,- ამის შესახებ რუსეთის მეთაურის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, რუსეთი არ არის მზად უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად. "ეს არის, ფაქტობრივად, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: მან თქვა, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს უკრაინას. ", - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია არ დათანხმდება მსგავს პირობებს და „სპეციალური ოპერაცია“ გაგრძელდება. "აშშ ჯერ კიდევ არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციაში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად ართულებს რაიმე სახის ორმხრივი ნიადაგის, ორმხრივი დისკუსიისთვის შესაძლო ნიადაგის ძიებას“,- დასძინა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინთან სალაპარაკოდ მზად არის, თუ მას ომის დასრულება სურს. ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი რაციონალური გზა რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანაა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)