|
2022-12-02 14:28:33, 1566 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ეხება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტს დაევალა მოამზადოს და განსახილველად წარუდგინოს პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას. ამგვარად, ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის გარკვეული ასპექტების და პირადი სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ“. გარდა ამისა, პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები რუსეთის ხელმძღვანელობით რელიგიური ორგანიზაციების შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ. მთავრობამ ასევე უნდა შეამოწმოს ის საფუძველი და პირობები, რომლითაც რელიგიური ორგანიზაციები იყენებენ კიევ-პეჩერსკის ეროვნული ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის საკუთრებას. ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის თაობაზე, ორი თვის ვადაში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის ქარტიის ექსპერტიზა ჩაატაროს. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) რამდენიმე დღის წინ გაჩხრიკა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მუკაჩოვოს ეპარქია, სადაც უკრაინული მედიის ცნობით, ღალატში ეჭვმიტანილ ვიქტორ მედვედჩუკთან დაახლოებული სასულიერო პირები მსახურობენ. ნოემბერში СБУ-ს მიერ ასევე შემოწმდა კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრა, კორეცკის წმინდა სამების მონასტერი და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობა. უსაფრთხოების სამსახურმა მონასტრებში პრორუსული ლიტერატურა და ათასობით რუსული რუბლი აღმოაჩინა. ამასთან, ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში კონტრდაზვერვით სამუშაოებს აგრძელებენ. ჩხრეკა ჟიტომირის, რივნესა და ზაკარპატიის რაიონებში მდებარე ეპარქიებში მიმდინარეობს.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)