00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 10:56:33, 1021 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD-ის მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა გაიმართა.

კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების ძლიერი მხარდამჭერია.  ჩვენ, ევროკავშირის და დონორი ორგანიზაციების  დახმარებით, ENPARD-ის სამი ფაზა წარმატებით გავიარეთ. გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დარგში ეფექტიან რეფორმირებას და ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სოფლად განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ENPARD-ის მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა ფარგლებში, საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების, ქარსაფარი ზოლების აღდგენის, საძოვრების ეფექტიანი მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოების, ეკოტურიზმის განვითარების, კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობის, სამომავლო გეგმებისა და აქტივობების საკითხებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველი მდივანი კატალინ გერმანი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics