03:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 15:32:37, 916 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ბაქოში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე  უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების აღსრულების ნაწილში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

"უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიმართება.

ფორუმზე ხელი მოეწერება ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს 2023 წელს როგორც ცენტრალურ, ისე სექტორულ დონეზე ერთობლივ ღონისძიებებსა და ინიციატივებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics