|
2022-12-01 14:47:30, 996 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი
ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პიარ კომპანია ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და საქმე გვაქვს მხოლოდ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, რომ თუ რამე საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირავონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები „ეს არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ არასდროს ყოფილა არც სამედიცინო და არც სამართლებრივი სფერო სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე თუ არა მძიმე, ფეიკი თუ ნამდვილი, რეალურად თავიდანვე ეს იყო პოლიტიკური პროცესი. როგორც პოლიტიკურ კონტექტსში გვისვამენ ამასთან დაკავშირებით შეკითხვებს, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში ამუნათებენ სახელმწიფოს, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში გრძელდება და ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, სხვა თუ არის მოიძიეთ, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი, როდესაც პიარ კომპანია ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და გვაქვს საქმე მხოლოდ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში. სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, რომ თუ რამე რეალურად და ობიექტურად საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირავონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები, „პიარშიკები“ იმისთვის, რომ ლობისტურმა კომპანიამ უზრუნველყოს ავადმყოფობის ლობირება, რაც უპრეცედენტოა. ეს არა მხოლოდ ეჭვებს აჩენს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მის პარტნიორებს, დავალების მიმცემებს, შემკვეთებს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა, არ აინტერესებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ აინტერესებთ აქედან გამომდინარე პიარული, პოლიტიკური და საქართველოსთვის მავნებლური შედეგი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)