04:18 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 14:05:30, 679 ნახვა

კობახიძე - ჩართეს ახალი ხერხი - ლობისტური პიარ კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი

ჩართეს ახალი ხერხი, ეს არის ლობისტური პიარ კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისთვის, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის. ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს კანონის შესაბამისად და არავითარი პიარ კამპანიები არ უნდა იყოს დაპირისპირებული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მათ აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის  გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას, რაც არ შედის ქვეყნის ინტერესებში. 

„ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ისინი ვერ დაარწმუნებენ იმაში, რომ პირველი - ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, მეორე - მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი. ამას არ ჭირდება არც პიარი და არც პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება სამედიცინო დასკვნა და  დიაგნოზი. ამის მაგივრად ისინი არიან დაკავებული პოლიტიკური და პიარული კამპანიით, ნაცვლად იმისა, რომ წარუდგინონ ხალხს დიაგნოზი. ამას არ აკეთებენ. ამის მაგივრად აქვთ ლობისტური კონტრაქტები, პიარ კამპანიები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. როცა საქმე ეხება პატიმრის უფლებების დაცვას, ეს არის რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და შესაბამისი  უწყებების პასუხისმგებლობა, მაგრამ როდესაც ადამიანი ცდილობს თვითდაზიანებით, პიარული კამპანიით საკუთარი თავის გათავისუფლების  უზრუნველყოფას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
მისივე თქმით,  მათ ჰქონდათ ყველანაირი მცდელობა, ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. 

„ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ გახსოვთ, მათი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები პირდაპირ მოწოდებას ავრცელებდნენ თვითდაზიანების თაობაზე. მთელი  კამპანია ჰქონდათ ამის შესახებ აწეული, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ახლა ჩართეს ახალი ხერხი, ეს არის ლობისტური პიარ კომპანიის დაქირავება, პიარის თემა უნდა იყოს, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისთვის, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის. ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს კანონის შესაბამისად და არავითარი პიარ კამპანიები არ უნდა იყოს დაპირისპირებული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics