|
2022-11-30 23:40:06, 1076 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, რომელმაც უნდა გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას
მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია, აწერს ხელს, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, როგორც ჩანს არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტურ პიარ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს მედია პიარ-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამაში იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი ფორმდება 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორებთან კომუნიკაციით. მისივე თქმით, ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას მართლაც საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. „ანუ ლობისტს ქირაობენ იმისთვის, რომ მედია და პიარ უზრუნველყოფა გაუწიოს მიშას გადაყვანას და ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. კიდევ მწერენ ამ წუთებში, იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორებთან კომუნიკაციით. ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას მართლაც საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზეც და შედეგად უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა. ეს ინფორმაცია შეგვეძლება დავაზუსტოთ, დავაკონკრეტოთ. ეს ჩვენი უცხოელი მეგობრების და ქვეყნის გარედან მიღებული ინფორმაციაა. მე პირადად ისეთი ხალხი მწერს, რომ წყაროს რეალობაში და ინფორმაციის რეალობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. ხვალ გაირკვევა, ან დაადასტურებენ ან უარყოფენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)