00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 17:51:12, 1095 ნახვა

საზოგადოება
ჯიშკარიანი - თუ ადეკვატური ზომები სწრაფად არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია სააკაშვილის გარდაცვალება

თუ ადეკვატური ზომები სწრაფად არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება, - ასე გამოეხმაურა ცენტრი "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისივე თქმით,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება არის ერთ წლიანი არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგი, ხოლო იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება,მესამე პრეზიდენტის საკითხზე არის სრული აბსურდი. 

"ჩვენ შევხვდებით ელჩს და გავაცნობთ ინფორმაციას,რომ ეს არის ერთ წლიანი არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგი, თუ ადეკვატური ზომები სწრაფად არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება. იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება სამართლებრივად გახლავთ სრული აბსურდი, მინისტრმა უნდა აღიაროს,რომ 1 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა და გადაცდენა იყო სააკაშვილის მისამართით,რამაც მიიყვანა სიტუაციის დამძიმებამდე საქმე, ახლა მაინც უნდა მისცენ ადამიანს უფლება,რომ აასრულოს კონსტიტუციით მინიჭებული ჯანმრთელობას უფლება." - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული პაციენტის საზღვარგარეთ გაყვანა შეუძლებელია.

რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანოს ექიმი და მკურნალობაში ჩართოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics