|
2022-11-30 17:40:07, 943 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობას“ და მის ტელევიზიებს სძულთ ყველა და ყველაფერი წმინდა
გუშინ ინგა გრიგოლიამ დაიჩივლა, ბიძინა ივანიშვილმა „შეგვისრულა“ და ისეთი რეალობა შექმნა, სადაც თანაპარტიელი თანაპარტიელს აგინებს, ჟურნალისტი ჟურნალისტს, ყველა ერთმანეთს ჭამს და ყველას ერთმანეთი სძულსო. ინგა გრიგოლიას ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავეთანხმო, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით - სინამდვილეში, ეს ყველაფერი არა ქვეყანაში, არამედ ექსკლუზიურად იმ პარტიაში ხდება, რომელსაც ინგა გრიგოლია წარმოადგენს, - ამის შესახებ imedinews-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. „ნაციონალი“ აგინებს „ნაციონალს“, „ნაცმედიის“ ჟურნალისტი აგინებს „ნაცმედიის“ ჟურნალისტს; „ნაცმოძრაობაში“ უკვე ისე დაერივნენ ერთმანეთს, ვინ ვის ჭამს, წესიერად ვეღარც გაარჩევ; ამ პარტიას და მის ტელევიზიებს სძულთ ყველა და ყველაფერი წმინდა - სახელმწიფო, ეკლესია, ქვეყნის წინსვლა, სიმშვიდე, მშვიდობა და ქართველი სპორტსმენების წარმატებაც კი. „ნაციონალების“ სიძულვილს შეუძლებელია რამე მოუხერხო, მაგრამ მათ მიერ ერთმანეთის გინება და ჭამა ნამდვილად საშური შედეგია და ამისათვის ბიძინა ივანიშვილი საგანგებო დაფასებას იმსახურებს. ბიძინა ივანიშვილმა დატოვა გუნდი, რომელშიც არათუ არავინ ერთმანეთს არ აგინებს და ჭამს, ყველა ერთ მუშტად არის შეკრული და ქვეყნის ინტერესებს იცავს. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მედიაგარემო, სადაც, ნაცმოძრაობის რუპორების გარდა, არცერთი მედიასაშუალება ზიზღსა და სიძულვილს არ თესავს და არცერთი ჟურნალისტი მეორე ჟურნალისტს არ უპირისპირდება. „ნაციონალების“ შიდა დაპირისპირება და ურთიერთაუტანლობა სწორედ იმის შედეგია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ სისტემას მათ ძვრა ვერ უყვეს, საზოგადოება მარწუხებში ვეღარ მოაქციეს, ქვეყანა ომში ვეღარ ჩართეს და სასოწარკვეთილების შედეგად, ერთმანეთის ჭამასა და გინებაზე გადავიდნენ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ავტორიტარიზმი დაამარცხა და თავისუფლება და დემოკრატია დაამკვიდრა. დემოკრატიას, გარდა სხვა სიკეთეებისა, ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეც ახასიათებს - თავისუფლების პირობებში, კარგიც და ცუდიც თავის სახეს სრულად წარმოაჩენს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა დემოკრატიულმა წყობამ „ნაციონალებს“ მისცა თავისუფლება, საკუთარი სახე და უსამშობლო ბუნება კიდევ ერთხელ სრულად ეჩვენებინათ. საბედნიეროდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ინგა გრიგოლიაც ამაყად მიეკუთვნება, ამ ქვეყანაში უმცირესობაა. საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უყვარს საკუთარი ქვეყანა, ეკლესია, სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და უნდა მშვიდობა საკუთარი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ინგა გრიგოლიას უმორჩილესად ვთხოვდი, საკუთარი უსამშობლო პარტიის პათოლოგიას ქართულ საზოგადოებაზე ნუ განაზოგადებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)