01:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 16:41:29, 810 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას, რომელიც  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უწყებების, აშშ-ის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის წარმომადგენლები და მოსამართლეები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით.

გიორგი გაბიტაშვილმა ხაზი გაუსვა მსგავს დანაშაულებზე უწყების მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გაამახვილა დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის.

კონფერენციაზე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული  აქტივობების შესახებ, კონფერენციის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს.

კონფერენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები; გარდა ამისა, იმსჯელეს ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევებსა და სხვა მნიშვნელოვან კრიმინოლოგიურ ასპექტებზე. 

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია: მონაწილეებმა განიხილეს მოძალადეთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობების და დასაგეგმ პრევენციული ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება, პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics